road-lg

სულამითა

სამყაროსკენ გამეშალა ფრთები,
სირიუსი მარად მოსჩანს ციცქნად.
დავბრუნდები… კვლავაც გნახავ, ძველი
ბრწყინვალების მეფედ – მონა ლიზა.
სად გაფრინდი გრიგალების ქარით?
სინანული შენსკენ სულს გამიტანს.
მე დაგეძებ ვარსკვლავების ზღვაში, –
სად ციმციმებ, ჩემო სულამითა?
ჩაიქროლა ცთომილების დასმა
მკაცრი სულის ცეცხლის აალებით.
წაქეზების შური გვერდით ახლავს
მას მარადის, მღვრევის ამსახველის.
დამოყვრილან დუმილი და ჟამი,
შენ, მშვენებავ, რა ნისლია გაცმევს?
მეღვიძება სურვილისა ლალის
ჩვენებაში, ისევ გვიან ღამე.
მტრის ჭიდილში დამეღალა ფრთები,
გთხოვ შემინდო, წლები დაკარგული.
როგორც ძველად, ნახე, რა ნატვრების
ფერები მაქვს შენთვის დაქარგული.
წარმოსახვით გაეშალა დღეებს
ნეტარების ქსეროქსული ბაღი…
შემრცხვა თავის, როცა მთა და ველებს
ბანზე ესმათ ჩემი გულის ხმანი.
ქარს გაჰქონდა შენი ხმა და ტანი
წარსულისკენ – ეშმის სულს თავისთან…
ბევრს ვტიროდი, როგორც გედი ცაში:
„სულამითა… ჩემი სულამითა!..“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *